"ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

"ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე, როცა კურორტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების და ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების დაცვა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.

„დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება დაუშვებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ქსელში შეინიშნება რაიმე ავარიული ან სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 0322471707“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა