გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება.

„სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო