ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ანა ბიერდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ.

„ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს გაეცნო, შეხვდა წარმატებულ ქართულ სტარტაპებს (ქარუ, კრიპტეს აი ქიუ, ფაბერი, ბიოქიმფარმი, ელვენ ტექნოლოჯი) და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ პირადად მოისმინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო