გერმანული ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი - პოლიციის შენობის აივნიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის აივნიდან გადმოვარდნილ 46 წლის მამაკაცს, ლევან გაჩეჩილაძეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა ორგანოზე დაზიანება აქვს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გერმანული ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა მაია რეხვიაშვილმა განუცხადა.

ემუქრება თუ არა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე, ამასთან დაკავშირებით რეხვიაშვილი პაციენტის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ აკეთებს.

"მე ამას ვერ ვიტყვი და ვერც ვერავინ იტყვის, ამ წუთას ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი, კრიტიკულია, არასტაბილური ჰერმოდინამიკით, კვლავ რჩება რა თქმა უნდა, მართვით სუნთქვაზე. ყველა კვლევა, რომელიც დინამიკაში საჭიროა, ტარდება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველა სასიცოცხლო ორგანოზე ძირითადად დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა რეხვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო