გრიგოლ ვაშაძე ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე - არაფერს ნიშნავს ის, საქართველოს საკითხი განხილული იყო თუ არა - უკრაინა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საკითხია მხოლოდ იმიტომ, რომ იქ უწყვეტად მიმდინარეობს ომი

არაფერს ნიშნავს ის, საქართველოს საკითხი ამ სამიტზე განხილული იყო თუ არა - უკრაინა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საკითხია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში უწყვეტად მიმდინარეობს ომი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ - სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოკავშირის ურყევი მხარდაჭერა აქვს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით.

„გუშინდელი სამიტი ჟენევაში ძალიან თვალსაჩინო იყო, იწყება ახალი ეტაპი დაპირისპირების და ამ დაპირისპირებაში საქართველომ თავის ადგილი რომ მონახოს, გასათვალისწინებელია ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა, რომელსაც გვაძლევენ მოკავშირეები.

არ ჩათვალოთ, რომ თავს ვუქონავ საქართველოს მოქალაქეებს, არაფერს ნიშნავს ის, საქართველოს საკითხი ამ სამიტზე განხილული იყო თუ არა, აშშ- ის, ევროკავშირის, ყველა ჩვენი მოკავშირის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას, აქვს. ნატო-ს კომუნიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ შენელებულა და ეს გაგრძელდება. უკრაინა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საკითხია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში უწყვეტად მიმდინარეობს ომი, სამხრეთ- აღმოსავლეთში არის ნამდვილი ომი, არავითარი ზავი არ არის დადებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა