„საქართველოს ფოსტა“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე იყო წარმოდგენილი

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

როოგრც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.

„დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ, რეგიონალურ შრომის ბაზარზე, არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. ასევე, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა „საქართველოს ფოსტასა“ და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომპანიაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, მათ შორის 7 აჭარაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება