მიხეილ სარჯველაძე - „კლანზე“ საუბარს და ზოგად მითითებებს, რომ თითქოს ვინმე ვინმეს ხელს აფარებს, არავითარი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნია

„კლანზე“ საუბარს და ზოგად მითითებებს, რომ თითქოს ვინმე ვინმეს ხელს აფარებს, არავითარი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არის აღწერილი ის რეფორმები და ღონისძიებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას წინ უნდა უძღოდეს. ეს ვალდებულებები არც თუ ისე დიდი ხნის წინ, იგივე ვენეციის კომისიის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციები, მიღებულია და არ მგონია, ამ თვალსაზრისით რაიმე შინაარსობრივ წინააღმდეგობასთან გვქონდეს საქმე. ხოლო თუ ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ სანამ ყველაფერი არ დასრულდება, მანამდე იყოს განუსაზღვრელად პროცესები შეჩერებული, ეს ლოგიკურად ახსნილი და დასაბუთებული ვერ იქნება, მე არ მგონია ამ კანდიდატურების პარლამენტის ეტაპზე განხილვისას რაიმე წინააღმდეგობა ან შეუთავსებლობა გამოვლინდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა