დიმიტრი გვრიტიშვილი - პროცედურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას შეეხება, უნდა გაგრძელდეს და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს

სასამართლო სისტემა დისტანცირებულია პოლიტიკისგან, ამიტომ სანამ 19 აპრილის შეთანხმების დებულებები არ აისახება მოქმედ კანონმდებლობაში და არ მიეცემა კანონის ძალა, ჩვენ მისი დაცვის ვალდებულება არ გვაკისრია, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს.

როგორც გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაწყებული პროცედურები, რომლებიც პირველი/მეორე ინსტანციებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას შეეხება ,,უნდა გაგრძელდეს და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს”.

,,ჩვენი კომპეტენცია ამ ეტაპზე ამოწურულია, ჩვენ მოქმედი კანონმდებლობით არ გვევალება კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან და გარკვევა იმის, თუ რა ვადებში და როგორი წესით გაგრძელდება პროცედურა. პოზიციები, რომლის მიხედვით მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და კანონდარღვევაა, განპირობებულია 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმებაა, თუმცა სასამართლო სისტემა დისტანცირებულია პოლიტიკისგან, ამიტომ სანამ ამ შეთანხმების დებულებები არ აისახება მოქმედ კანონმდებლობაში და არ მიეცემა კანონის ძალა, ჩვენ მისი დაცვის ვალდებულება არ გვაკისრია, პირიქით, მოქმედი კანონმდებლობა გვაკისრებს ვალდებულებას, რომ დაწყებული პროცედურები, რომლებიც პირველი/მეორე ინსტანციების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას შეეხება, უნდა გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე”, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მან ასევე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ნეპოტიზმის გავლენაზე გაკეთებულ განცხადებებს. გვრიტიშვილის თქმით, არაერთხელ უმხელიათ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი ,,აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალრებებს და მოსაზრებებს აფიქსირებდა”.

,,ამ შემთხვევაშიც, შეკითხვებს, რომელიც იყო დასმული ლევან თევზაძესთან დაკავშირებით ამოიწურა და პასუხი გაეცა იმით, რომ ირაკლი შენგელია მთლიანად ჩამოცილდა შერჩევის პროცედურას. ნათელმირონობა არ არის საკარისი, რომ აცილებილი იყოს ადამიანი, ეს დადასტურებულია არამხოლოდ კანონმდებლობით, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც. სალომე სამხარაძის არჩევაზე არსებული კითხვები არის კიდევ ერთი გამოხტომა ნაზი ჯანეზაშვილის, საჯაროდ წარიმართა სალომე სამხარაძესთან გასაუბრება, მან მიიღო საკმაოდ მაღალი შეფასებები, რომელიც არის საჯარო. ნაზი ჯანეზაშვილიც ესწრებოდა ამ გასაუბრებას და კომპეტენციის, ან კეთილსინდისიერების დონის მხრივ არავითარი დასაბუთებული ეჭვი ან დასკვნა არ ყოფილა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მას ოდესღაც უმუშავია მოსამართლის თანაშემწედ, რომელთან მიმართებით არის გარკვეული პრეტენზიები არ უნდა იყოს იმის საფუხველი, რომ მის კარიერას დაესვას დაღი და აეკრძალოს საქმიანობა სასამართლო სისტემაში”, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს