მიხეილ სარჯველაძე - არსებობს დაშვება, რომ ერთ-ერთი კომიტეტი, რომელიც ოპოზიციას შეიძლება გადაეცეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია - ამ დაშვებას ვითვალისწინებ

იმთავითვე, როცა შარლ მიშელის შეთანხმებაში პარლამენტში ძალაუფლების განაწილების თაობაზე ჩაიწერა, არსებობს დაშვება, რომ ერთ-ერთი კომიტეტი, რომელიც ოპოზიციას შეიძლება გადაეცეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია - ამ დაშვებას ვითვალისწინებ, - ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, მოუწევს თუ არა მას თანამდებობის ოპოზიციისათვის დათმობა.

„როდესაც ეს დებულება შარლ მიშელის დოკუმენტში აისახა, არა მგონია, ამის განმაპირობებელი ის იდეა ყოფილიყო, რომ აღნიშნულ კომიტეტებს ოპოზიცია უკეთესად უხელმძღვანელებს. არც ერთ შემთხვევაში ასეთი მოსაზრება არა მაქვს. ამის გაკეთება სულ სხვა რამის გამო იყო საჭირო და მიზანშეწონილი, თუმცა არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით შეიძლება უკეთ მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში განმარტა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფუნცია არ არის ის, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების მოზიარე გახდეს. დეპუტატის თქმით, მან უნდა აწარმოოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა და საპარლამენტო კონტროლი.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საპარლამენტო ოპოზიციას, შესაძლოა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზოს. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიშელის შეთანხმების დოკუმენტში დასახელებული პარლამენტის ხუთი კომიტეტიდან “ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის სწორედ აღნიშნული ორი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დათმობას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ოპოზიციას გადაეცეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა