გიორგი გახარია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

გიორგი გახარია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით იმ საკითხების პრაქტიკული აღსრულების ეტაპზე გადასვლა, რომლებიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს განისაზღვრა და შეთანხმდა.

„ეს არის ევროკავშირთან ფიზიკური საკომუნიკაციო და სატრანსპორტო დაკავშირების, ეკონომიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების კუთხით დასახული კონკრეტული გეგმები და მათი პრაქტიკული რეალიზაცია. ამ კონტექსტში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს დღეის მდგომარეობით მიღწეული პროგრესი და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა ამ კონტექსტში პარტია „საქართველოსთვის” მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.

გიორგი გახარიამ ევროკომისარს ახალ ამპლუაში გააცნო მისი და ახლად დაარსებული პარტია “საქართველოსთვის” დასახული სტრატეგიული მიზნები და დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისთვის არსებული გეგმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერების და ამ კუთხით სამომავლოდ თანამშრომლობის აუცილებლობას.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის ახლო მომავალში კიდევ ერთ შეხვედრაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა