გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე, ნაფეტვრებში, მსხალდიდი, მუხათწყარო, ლელუბანი, გლდანი, ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 14:00 საათამდე ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, კარკუჩა, გარბანი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, მიგრიაულთა, ჩუბინიანთკარი, ქალილო, კორშა და მიმდებარე სოფელბში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა