რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სხდომას სამცხეთ-ჯავახეთში მართავს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთში სოფელ კუმურდოში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორამაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ორდღიან სამუშაო ფორმატში დეპუტატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების, რეგიონის გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმენენ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების შესახებ.

კომიტეტი ასევე იმსჯელებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. მათ შორის, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებების კეთილმოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინასებით უზრუნველყოფილი პროექტები.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. დაგეგმილია მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე დათვალიერება ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო