ნაზი ჯანეზაშვილი ლევან გზირიშვილს - თქვენ ხართ მონა - შვილი დანიშნე მოსამართლის თანამდებობაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრს ლევან გზირიშვილს მონა უწოდა.

ჯანეზაშვილის თქმით, გზირიშვილმა შვილი მოსამართლედ დანიშნა და მისი მსგავსი მოსამართლეები სისტემიდან უნდა წავიდნენ.

„თქვენი შვილი გახდა მოსამართლე. თქვენ ხართ მონა, უვარგისი ამ ქვეყნისთვის. თქვენისთანა ადამიანები ამ სისტემიდან უნდა წავიდნენ. რატომ გახდა თქვენი შვილი მოსამართლე? რატომ გახდა გამაგებინეთ, ეს არის საჯარო სისტემა? შენ ხარ მონა, უსირცხვილო. შვილი დანიშნე მოსამართლის თანამდებობაზე“, - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა გზირიშვილს მაშინ, როდესაც გზირიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

ლევან გზირიშვილმა კი ნაზი ჯანეზაშვილს ჰკითხა: „თქვენ როგორ დაინიშნეთ საბჭოს წევრად? ვისი რეკომენდაციით დაინიშნეთ?”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს