ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუ" ბაზაზე, რომში რამდენიმეკვირიან გადამზადებას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

„ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. დავათვალიერე „ბამბინ ჯეზუს“ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამოჩენილია ევროპაში და რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა მიმართულებით იშვიათ და ონკოლოგიურ დაავადებებზე მუშაობს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ითანამშრომლონ საქართველოსთან. პირველ რიგში, მოხდება ჩვენი ექთნებისა და ექიმების გადამზადება. საჭიროა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობაში და კვლევაში.

ასევე, მზად არიან დიაგნოსტიკური კუთხით თანამშრომლობისთვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს. საავადმყოფოს დირექტორი ჩამოვა საქართველოში, ჩვენ ამაზეც ვართ შეთანხმებული და ადგილზე მოვაწერთ ხელს მემორანდუმს. ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია და მე პირადად, ძალიან მიხარია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კვლევით და დიაგნოსტიკურ-გენეტიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორის იმუნოთერაპიის და უჯრედული თერაპიის კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუს“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, მარიელა ენოკი საქართველოს ესტუმრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს