საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმენს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმენს.

ახსნა-განმარტებების მისაღებად, სხდომაზე მიწვეული არიან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, “სამართლიანი არჩევნების“, “საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და “მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები.

ასევე დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ერთ-ერთი პრობლემური - მარნეულის N13.22.89 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუსმენს.

21 ივნისს კი, საგამოძიებო კომისია პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეს და მიმდინარე საგამოძიებო საქმეებთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს ელის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს