იაგო ხვიჩია - მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა, „ოცნებაც“ იგივეს აკეთებს, ოღონდ უფრო ნელა ურტყამს

მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მიშა ვერ მოვა, ისე როგორიც იყო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ხვიჩია ამბობს, ხალხს ახსოვს, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა მართოს.

„გამორიცხულია, რადგან ადამიანებს ახსოვთ, რომ არ შეიძლება მასზე ქვეყნის მართვა. მარტივად, არჩევნებზე ხმას არ მისცემენ. მას აქვს თავისი მსუყე პროცენტი. ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი არის ცხვრის ფარა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა. „ქართული ოცნებაც“ იგივეს აკეთებს, ოღონდ მათრახს უფრო ნელა ურტყამს, თან ზოგჯერ, მზრუნველობით ეფერებიან, პერმანენტულად. ეს არის განსხვავება - იმ შემთხვევაში ახსოვთ, რომ ის უფრო მკაცრად ირტყმევინებოდა, იმას ჯერ ამის შესახებ მონანიება არ უთქვამს, სასამართლოც იგივე უნდა“, - აღნიშნავს ხვიჩია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო