გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე, ნაფეტვრებში, მსხალდიდი, მუხათწყარო, ლელუბანი, გლდანი, ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 14:00 საათამდე ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, კარკუჩა, გარბანი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, მიგრიაულთა, ჩუბინიანთკარი, ქალილო, კორშა და მიმდებარე სოფელბში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა