განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 508.66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56 253 ლარს აღემატება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა