დავით ჭიჭინაძე - გახარია თუ დასაჭერია, მაშინ დასაჭერია „ოცნების“ მოქმედ ლიდერებთან შეთანხმებული იმ სქემების გამო, რომლებსაც ის შს მინისტრობის დროს ახორციელებდა

გახარიას რაც შეეხება, თუ დასაჭერია, მაშინ დასაჭერია „ქართული ოცნების“ მოქმედ ლიდერებთან შეთანხმებული იმ სქემების გამო, რომლებსაც ის შს მინისტრობის დროს ახორციელებდა“,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გახარიას უსამართლოდ თუ დაჩაგრავენ მხარს დაუჭერს.

„როგორ შეიძლება გავლენა ერთს ჰქონდეს, პრემიერი იყოს და პარტიის თავმჯდომარე მეორე, აბსოლუტურად ცარიელი ადგილი, რომელიც მხოლოდ ძირის თხრით და ამბების მიტან-მოტანით არის დაკავებული?! ამიტომ „ქართული ოცნების“ ბორჯომში შეკრება „რაზბორკა“ უფრო იქნება, ასე მგონია და თან სულ ასე იყო... გახარიას რაც ეხება, თუ დასაჭერია, მაშინ დასაჭერია „ქართული ოცნების“ მოქმედ ლიდერებთან შეთანხმებული იმ სქემების გამო, რომლებსაც ის შს მინისტრობის დროს ახორციელებდა. ასე რომ, უსამართლოდ თუ დაჩაგრავენ, გახარიასაც დავუჭერ მხარს, ოღონდ ეს კაცი დღესაც ამბობს, რომ მელიას დაჭერა სამართალი იყოო, ხოდა, აი ასეთი სამართალი თვითონ უნდა გამოსცადოს თავის თავზე და მერე დააფასებს გვერდში დგომას და ადამიანების მხარდაჭერას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს