ომბუდსმენი - გასულ წელს სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2020 წელს სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკას, რაც ხშირ შემთხვევაში, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროშო გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას იწვევს.

მისივე თქმით, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დააყენა.

„რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ამ თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, რაც ხშირ შემთხვევაში, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროშო გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას იწვევს. ასევე, პანდემიამ დააყენა, რა თქმა უნდა, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და ის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავებმა სანქციები შეუფარდეს აქციის მონაწილეებს, რომლებმაც აქცია „კომენდანტის საათის“ პერიოდში აქციის ტერიტორია დატოვეს, შევაფასეთ, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა