ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას შემდეგ რაც საბჭოს წევრის თანამდებობას დატოვებს, უახლოეს მომავალში დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სასამართლოს საკითხზე იმუშავებს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაციას ზაფხულის განმავლობაში დააფუძნებს და ითანამშრომლებს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი წარსული.

მისი თქმით, ამ გუნდში მოხვედრილი ადამიანების მთავარი კრიტერიუმი იქნება მათი ღირსეული წარსული და კომპეტენცია.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მედიას, რომ არა მედია,ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაშია ნამდვილად არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ამის შესახებ ვერ შეიტყობდა. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, რომ 4 წლიანი მუშაობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი, შევეგუო იმ სიტუაციას,რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლოშია. ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. ახალი, განსხვავებული მიდგომებით და რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას.

მთავარი მიზანი ჩემი საქმიანობისა იქნება ის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. განსაკუთრებით ეფექტიანობის თვალსაზრისით დღეს არის გამოწვევა,მათ შორის გაჭიანურებულ საქმეებთან დაკავშირებით. ამ მხრივ ვაპირებ ინტენსიურ მიშაობას ჩვენს მოქალაქეებთან. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, რაც დღესაა, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომელიც არ არსებობს. თუ ეს უზრუნველყოფილი არ იქნება ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება, როგორც დემოკრატიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება და სასამართლო სისტემა ერთამანეთათან არის შერწყმული, რაც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების 4- წლიანი ვადა 4 არამოსამართლე წევრს ეწურება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა