ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოქტომბერ-ნოემბერში პაციენტების გარდაცვალების ზოგიერთი შემთხვევა დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას უკავშირდება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასულ წელს, პანდემიის ფონზე, დაფიქსირდა დაგვიანებული მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განმარტა, ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულის გამო პაციენტთა გარდაცვალების ფაქტებიც იყო.

ამასთან, ლომჯარის თქმით, 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 სთ-ზე მეტს მუშაობს და მათი 84%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია.

„2020 წელს პანდემიამ ძალიან დაამძიმა ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა, ჯანდაცვის უფლების რეალიზაციის კუთხითაც უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა. პრობლემური იყო პაციენტთა უფლების დაცვის არაეფექტიანობა, განსაკუთრებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ცალკეულ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებები ამის გამო. სამწუხაროდ, ამ საქმეების შესწავლა, გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა.

უმძიმესი იყო სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობაც. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს განაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. ასევე გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, საზოგადებას კვლავ ნაკლებად მიუწვდება ხელი იაფფასიან მედიკამენტებზე“,-განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა