ანა ნაცვლიშვილი - 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ყველანი ვართ შებოჭილები, არ დავიწყოთ გასაუბრების პროცესი მანამ, სანამ არ შევცვლით კანონს

19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ყველანი ვართ შებოჭილები, არ დავიწყოთ გასაუბრების პროცესი მანამ, სანამ არ შევცვლით კანონს და ახალი კანონის და წესების პირობებში არ ჩატარდება გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელოს“ მომზადებული აქვს ხედვა, როგორ უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულების რეფორმა და უახლოეს დღეებში ის საჯაროდ გახდება ცნობილი.

„იუსტიციის საბჭო არ არის შეთანხმების ხელმომწერი, შესაბამისად, მათ ჰქონდათ სურვილი და ჩაატარეს ეს გასაუბრებები. მიშელის შეთანხმების ხელმომწერი არის საქართველოს პარლამენტი, მათ შორის მმართველი ძალა და 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ყველანი ვართ შებოჭილები, არ დავიწყოთ გასაუბრების პროცესი მანამ, სანამ არ შევცვლით კანონს და ახალი კანონის და წესების პირობებში არ ჩატარდება გასაუბრებები. ჩვენ შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ. მაშინ გამოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას აპირებს და ეს განაცხადოს თამამად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დაარღვევს შეთანხმებაში შავით თეთრზე ჩაწერილ პირობას - ჯერ რეფორმა და შემდეგ დანიშვნები,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა