რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სოფელ კუმურდოში ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატები, ოპოზიციის წარმომადგენლები ლევან იოსელიანი და გიორგი ხოჯევანიშვილი, მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავჯდომარეები, ეკონომიკის სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სხდომაზე მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია: „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, 2019-2020 წლებში სამცხე-ჯავახეთში გაწეული სამუშაოების, ასევე მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დეტალურად განიხილეს რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ბოლო 8 წელის განმავლობაში რეგიონში 630 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი გზების, წყალგაყვანილობისა და წყალანირების სისტემების მოწყობას მოხმარდა. გარდა ამისა დიდი ფინანსური რესურსია დახარჯული გაზიფიცირებაზე, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზე და ადგილობრივ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროეტქებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ყველა დასახლება უზრუნველყოფილია საბავშვო ბაღებით. დადებითად შეფასდა სოფელ კუმურსდოში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

გასვლით სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად განიხილეს რეგიონში არსებული პრობლემები და გამოწვევები.ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა რეგიონის გაზიფიცირება. სხვა რეგიონებთან შედარებით ხანგრძლივი ზამთრისა და ცივი კლიმატური პირობების გამო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის მტკივნეულია აღნიშნული საკითხი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში მოსახლეობის დასაქმების დიდი შესაძლებლობებია, რისთვისაც საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს