ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, კობახიძის განცხადებები ირონიული და შეურაცხმყოფელია.

„ერთი ფრთა ებრძვის მეორე ფრთას და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ერთმანეთი შეამკონ განსაკუთრებულად მძიმე ლექსიკით. მათთვის ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად გვაინტერესებს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდეთ ძლიერად. ბატონი კობახიძის განცხადებები ხშირად არის კარიკატურის შინაარსის და მისი განცხადებების ანატომია არის არამხოლოდ ირონია, არამედ შეურაცხყოფა თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა