ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა

გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი შეუმცირდათ. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაუფორმდეს მათ და გადაეცეთ საკუთრებაში, როგორც ეს იყო შეთანხმებული.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ყვითელი მიკროავტობუსები ორი წლის წინ უნდა გადასცემოდათ, თუმცა ამ დრომდე მათ საკუთრებაში არ არის.

იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხვონები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ამასთან, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების გამაფრთხილებელ აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შეუერთდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ამ უსამართლობაში ამ ადამიანების გვერდით ვიქნები ბოლომდე. ისინი აუცილებლად მიაღწევენ სამართალს. დღეს არის გამართხილებელი აქცია. არ შეისმენენ? ყვითელი მიკროავტობუსები გადაკეტავენ მთლიანად თბილისის " , - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა