გიორგი ვაშაძე - ჩაგვრის მექანიზმად იქცა სახელმწიფო აპარატი, ჩაგრავენ ბავშვებს, ქალებს, კაცებს, დასაქმებულებს, უმუშევრებს, დემონსტრანტებს, პატიმრებს

ჩაგვრის მექანიზმად იქცა სახელმწიფო აპარატი, ჩაგრავენ ბავშვებს, ქალებს, კაცებს, პოლიტიკურად აქტიურებს, პატიმრებს - სანამ ამ ჩაგვრის მექანიზმს არ გამოვტაცებთ ამათ, არანაირი წინსვლა არ იქნება,- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სახალხო დამცველის ანგარიშს.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს.

"სახალხო დამცველის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ არ არსებობს სფერო, სადაც გაუმჯობესდა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩაგვრის მექანიზმად იქცა სახელმწიფო აპარატი. ჩაგრავენ ბავშვებს, ქალებს, კაცებს, დასაქმებულებს, უმუშევრებს,პოლიტიკურად აქტიურებს, დემონსტრანტებს, პატიმრებს. სანამ ამ ჩაგვრის მექანიზმს არ გამოვტაცებთ ამათ, არანაირი წინსვლა არ იქნება. ხალხი, პატიმრობას იხვეწება ოღონდ არ დამაჯარიმოთო. დასავლეთში შემოსავლის თანაზომადად ხდება ადამიანის დაჯარიმება. ათასლარიან ჯარიმებს ისე უწერენ ადამიანებს, თითქოს არაფერი და ჯარიმა გახდა ოჯახის გაუბედურების მიზეზი,"- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა