„საქსტატი“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა, რომელიც 17-18 ივნისს ბორჯომში მიმდინარეობს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში ტარდება.

„გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესის წარმომადგენლები, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობს. ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები ეცნობიან საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, „საქსტატის“ მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, სერვისებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილავენ სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე იმსჯელებენ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, განიხილება სტატისტიკურ მონაცემებთან არსებული საჭიროებები, რომელიც აისახება „საქსტატის“ სამომავლო გეგმებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო