მარნეულის 89-ე უბნის რეგისტრატორი საგამოძიებო კომისიის წევრებს - არ ვიცი, რეგისტრატორი ვიყავი თუ დამკვირვებელი, დამიძახეს და მივედი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა, ილჰამ ისმაილოვმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, თუ საარჩევნო ოქმზე ხელი უნდა მოეწერა, ამიტომ მისი ხელმოწერა ოქმზე არ არის.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კითხვაზე, თუ რატომ არ მოაწერა მან ხელი საარჩევნო ოქმზე, რეგისტრატორმა უპასუხა, რომ ის კომისიის წევრი იყო, მაგრამ რატომ არ მოაწერა ხელი ოქმზე, „არ იცის“.

ამასთან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას გივი მიქანაძემ ჰკითხა, მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე ის დამკვირვებელი იყო თუ რეგისტრატორი, რაზეც მან უპასუხა, რომ „არ იცის, უბრალოდ დაუძახეს და მივიდა“.

„მე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ხელი უნდა მომეწერა. შეიძლება კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ოქმზე ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ მე ვერ გავიგე“, - განაცხადა მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთმა რეგისტრატორმა.

აღასანიშნავია, რომ საბოლოოდ, გივი მიქანაძემ ახსნა-განმარტებების მოსმენა შეწყვიტა. მისი თქმით, აღნიშნული რეგისტრატორის მოსმენას აზრი არ ჰქონდა, რადგან საარჩევნო ოქმთან დაკავშირებით მას არაფრის თქმა არ შეეძლო.

ამასთან, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განმარტებით, კომისიის წევრს, რომ ოქმზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, ეს ინფორმაცია მათთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, თუმცა ამის შესახებ მათ ახსნა-განმარტება არ დაუწერიათ.

„გვითხრეს, რომ ოქმის შედგენის დროს, მიმოიხედეს და ეს ადამიანი ფიზიკურად იქ აღარ იყო“, - აღნიშნა ილურიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ახლა ძალიან უცნაურ ინფორმაციას გვაწვდის" - რამ გამოიწვია დაბნეულობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო