ომბუდსმენი - „ჭიათურ მანგანუმი“ სხვა კომპანიებთან ერთად ერთ-ერთი მსხვილი დამაბინძურებელია საქართველოში, გარემოზე ზიანის მიყენების გამო, ჯარიმების აღუსრულებლობა სისტემური პრობლემაა

„ჭიათურ მანგანუმი“ სხვა კომპანიებთან ერთად ერთ-ერთი მსხვილი დამაბინძურებელია საქართველოში, მსგავსი ტიპის დაბინძურების, ან გარემოზე ზიანის მიყენების გამო, ჯარიმების აღუსრულებლობა ერთ-ერთი სისტემური პრობლემაა“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, სახალხო დამცველი გარემოზე მიყენებული ზიანის გამო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვდა, რაც არ აღსრულდა.

„გეთანხმებით, რომ „ჭიათურ მანგანუმი“ სხვა კომპანიებთან ერთად ერთ-ერთი მსხვილი დამაბინძურებელია საქართველოში. ჩვენ ამ საკითხებზე დიდი ხანია ვმუშაობთ. არამხოლოდ ჭიათურაში, იგივე პრობლემები დგას კასპში, ზესტაფონში, ფოთში, ხელვაჩაურში. 2016 წელს სახალხო დამცველს ჭიათურასთან დაკავშირებით ეწერა, რომ ამ წელს გარემოზე მიყენებული ზიანი 300 მილიონად შეფასდა. სახალხო დამცველი მაშინ, ამის გამო ლიცენზიის გაუქმებას ითხოვდა, მაგრამ ეს ჯარიმა არ აღსრულებულა. გარემოზე ზემოქმედება და დაბინძურება წლიდან წლამდე იზრდება, ზოგადად, მსგავსი ტიპის დაბინძურების, ან გარემოზე ზიანის მიყენების გამო, ჯარიმების აღუსრულებლობა ერთ-ერთი სისტემური პრობლემაა, რასაც მონაცემები და სტატისტიკა გვიჩვენებს“, - აღნიშნავს ლომჯარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა