ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე - სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, ვფიქრობ, მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება

ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია, სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს. ვფიქრობ, მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი აპირებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგი ჩაატაროს „ვნახოთ სოციალური მუშაკები რამდენად ახორციელებენ დაუბრკოლებლად, ამ ბავშვების საჭიროებების განხორციელებას“.

„მიმაჩნია, რომ სწორედ სოციალურმა აგენტებმა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ბავშვების ინდივიდუალური შეფასებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამაში პანსიონის ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს. ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია, ვფიქრობთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღემდე პანსიონში არიან ბავშვები, რომელთაც შშმ სტატუსი არ აქვთ, უბრალოდ, იმის გამო, რომ მათ ვერ, ან არ მიანიჭეს შშმ სტატუსი. ამიტომ ვფიქრობ, მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება. ჩვენ ვაპირებთ მონიტორინგს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა