სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობას პოზიტიურად აფასებს

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობას პოზიტიურად აფასებს. „ნამდვილად პოზიტიურად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. ისინი ჩვენთან მიმართებით გახსნილები არიან. გამოძიების მასალებზე წვდომის პრობლემა არ გვქონია და ამ მიმართულებით მათი გახსნილობა ნამდვილად აღსანიშნავია“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განცხადება. ლომჯარიას თქმით, ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ინსტიტუციური პრობლემები აქვს, რაც მათივე ანგარიშებშიც იკვეთება. „მათივე ანგარიშებიდან ჩანს, რომ ის შიშები მართლდება, რაც სახალხო დამცველს იმასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომ კანონმდებლობამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიები არ მიანიჭა. ანუ, მათ ინსტიტუციური პრობლემები აქვთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ კანონმდებლობით, ისინი საკმარისად დისტანცირებული პროკურატურისგან არ არიან და დღეს, მაგალითად დევნის დაწყება პროკურატურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ასევე ის, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის პროკურატურის ნებართვა არის საჭირო. სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშები ცხადყოფს, რომ ეს ინსტიტუციური ბმა - რაც პროკურატურასთან დარჩა, მათ დამოუკიდებლობას ხელს უშლის და პრობლემებს უქმნის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს