დავით სერგეენკო ოპოზიციის კრიტიკაზე - შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ არის სწორი სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი

ოპოზიცია ერთი პირით იძახის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე არის ქვეყნის განმსაზღვრელი, ვეთანხმები. მეორე პირით კი იძახის, რომ პროკურატურა მარიონეტია და წერს რაღაცას, რაც მოესურვება - არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის მცდელობა,- ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერის შესახებ პროკურატურის განცხადებაზე ოპოზიციის კრიტიკას.

სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ დაინტერესდნენ და ნახონ მასალები, რის საფუძველზეც გააკეთა პროკურატურამ ეს განცხადება.

„შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ არის სწორი სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი. მინიმუმ უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია. ასე ხელის აქნევით, რომ პროკურატურამ ეს ყველაფერი არასწორად ქნა, არასწორია. ბრალდება, რომ მათ ასე პოლიტიკური მოტოვით გააკეთეს, საჭიროებს დასაბუთებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა