ხატია დეკანოიძე - ძალიან აწუხებდათ ეს თემა, რომელიც აჩვენებდა, რომ ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები იყენებდნენ გავლენებს ადამიანების დასასჯელად, ამიტომ გამოვიდნენ და შეთხზეს სისულელეები

ძალიან აწუხებდათ ეს თემა, რომელიც აჩვენებდა, რომ ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები იყენებდნენ გავლენებს ადამიანების დასასჯელად და ეს გრძელდება, ამიტომ გამოვიდნენ და შეთხზეს სისულელეები, - ასე ეხმიანება ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს, სადაც განაცხადეს, რომ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და დამონტაჟებული.

მან პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს „სასაცილო და კარიკატურული“ უწოდა.

„პროკურატურას საზოგადოების მხრიდან აქვს ყველაზე დაბალი ნდობა, ის ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა და პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მისი უშუალო უფროსების დავალებით ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როცა ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება აუთენტურია თუ არ არის აუთენტური ჩანაწერი, ფალსიფიცრებულია თუ არა, ეს არის იმის დადასტურება, როგორი მართლმსაჯულება გვაქვს. ერთი ვერ გავიგე - მილისტები რას ნიშნავს, მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ ქართულად მეტყველებენ თუ რას აკეთებენ, ამიტომ სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს