ანა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაზე - „მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო“

„მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო“, - ასე ეხმიანება „ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან პროკურატურაში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ნაცვლიშვილის თქმით, დღეს პროკურატურას საზოგადოებაში არანაირი ნდობა აღარ აქვს და ის ხელისუფლებას ექვემდებარება. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პირველად ამ საქმეზე გამოძიება „ლელომ“ მოითხოვა და მათ მოითხოვეს ასევე საერთაშორისო ექსპერტიზაც.

„იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მმართველი პარტიისგან და მისი დამფუძნებლისგან, ცხადია, რომ სანდოობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ ჩვენი კითხვაა პროკურატურის მიმართ - რატომ არ იქნა ეს გათვალისწინებული და რატომ არ მოხდა ჩანაწერის საერთაშორისო, ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა.

ძალიან უცნაურია ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურის დუმილი და ახლა ე.წ. შუუალედური ანგარიშის გამოქვეყნება მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა პროკურტურას არ გააჩნია და ძალიან უცნაურად იყენებს მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებში. ბოლოს ასეთი დასკვნა მახსოვს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ გაგზავნილ მუქარის წერილზე, სადაც პროკურატურამ იმ კითხვას კი არ გასცა პასუხი ვისი ანაბეჭდები იყო, არამედ გახარია გაწმინდეს და თქვეს, რომ გახარიას ანაბეჭდები წერილზე არ იყოო,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა