დავით ფერაძე - პროცენტი გავანახევრეთ, „საქართველოს რკინიგზა“ წელიწადში 20 მილიონ დოლარს დაზოგავს

,,საქართველოს ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ, „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა, - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

მისივე თქმით, რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად 4.00%-ში განვახორციელეთ. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის.

„დაზოგილი თანხა კი რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს რკინიგზის“ გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“ - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაციები 10 ივნისს განათავსა. ტრანზაქციაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ADB (აზიის განვითარების ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), JP morgan, Citi და Renaissance Capital იყვნენ ჩართულნი. ADB-მ და EBRD-მ ტრანზაქციაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში MG LAW და BLC უწევდნენ. ადგილობრივი კომპანიებიდან კი „საქართველოს რკინიგზის“ ფასიანი ქაღალდების მფლობელები თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა