ირაკლი ქადაგიშვილი ბერა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაზე - 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს დამონტაჟებულია და მიწოდებული მაყურებლისთვის

სამწუხაროა, რომ 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული მაყურებლისთვის - ჩვენთანაც უნდა მოვიდეს დრო, როცა ასეთი მასშტაბის ფეიკ-ნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი დანაშაულები, როგორიც იყო ფარული მიყურადება, წინა ხელისუფლების დამახასიათებელი დანაშაულია.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეთ საუბარს რეალურ ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია, ირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური, მოდელირებული ქრონიკები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური მოვლენა, მიზანად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას და სამწუხაროა, რომ 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული ტელემაყურებელზე, რაც მე ვფიქრობ, რომ ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველა მხრიდან. ამავდროულად სახალხო დამცველმაც ალბათ, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფება, ამასთან დაკავშირებით თავის პოზიცია უნდა გამოთქვას და ზოგადად ვამბობ (არაერთ კონკრეტულ ტელევიზიასა და წამყვანზე) ,რომ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს დრო, როცა ფეიკ ნიუსი ასეთი მასშტაბის და ასეთი გაყალბების აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში და სტანდარტი, რაც გვინდა იყოს ქვეყანაში ყველგან, უნდა დამკვიდრდეს მედია სივრცეშიც,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს