დავით მათიკაშვილი - ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო

ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქმე არის აბსურდულ ცინიზმთან, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან" და მისი რუპორი ტელევიზიებისგან.

„თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინეს და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ. თუმცა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს". სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი - „ნაციონალური მოძრაობის" ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადების და დევნის კუთხით, ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას, იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გასული აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს ასახავდა, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს