შს მინისტრის მოადგილე  „ღირსების მარშზე“ - პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუ ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება

პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება.

„რაც შეეხება „თბილისი პრაიდს“, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც მონაწილეობდა, განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ იმ რისკების შესახებ ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული ღონისძიების „ღირსების მარშის“ გამართვას უკავშირდება და ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყო გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების მდებარეობის შეცვლას, არც სხვა რაიმე ტიპის მოდიფიცირებას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიცია, შსს და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება. ამ შემთხვევაში, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - განაცხადა დარახველიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო