შს მინისტრის მოადგილე დმანისის ინციდენტზე - შეიძლება ითქვას, რომ „დანის პირზე გავიარეთ“ თითოეულმა ჩვენგანმა

შეიძლება ითქვას, რომ „დანის პირზე გავიარეთ“ თითოეულმა ჩვენგანმა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, სამუშაოა არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სხვადასხვ აქტორების მხრიდან ამ მიმართულებით, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს.

„რაც შეეხება დმანისის ინციდენტს, შეიძლება ითქვას, რომ „დანის პირზე გავიარეთ“ თითოეულმა ჩვენგანმა. საბედნიეროდ, ეს პროცესი ისე დასრულა, რომ რაიმე ტიპის სიცოცხლის დაზიანება ან მძიმე შედეგები არ მოჰყოლია. თუმცა, სამუშაოა არა მხოლოდ პოლიციის მხრიდან, არამედ სხვადასხვა აქტორების მხრიდან ამ მიმართულებით, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ერთი მხრივ, ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ყველამ კარგად ნახეთ რამდენად ფართო მასშტაბებში გადაიზარდა“, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა. მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა