აკაკი ბობოხიძე - პროკურატურის მცდელობა, აარიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის ოჯახს, კრახისთვის არის განწირული

პროკურატურის მცდელობა, აარიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის ოჯახს, კრახისთვის არის განწირული, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

აკაკი ბობოხიძის თქმით, პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენად იყო დანაშაულებრივი ნიშნები იმ მოქმედებაში, რომელშიც ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილის არასრულწოვანი შვილი და მაღალი თანამდებობის პირები - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი.

„ის, რომ ზოგადად პროკურატურა რეაქციას გამოხატავს ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა სერიოზულ დანაშაულთან გვქონდა საქმე, იმიტომ, რომ როგორც წესი პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ამა თუ იმ მწვავე საკითხიდან ყურადღება გაფანტოს. ეს არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ აარიდონ უსიამოვნო ფაქტები, თუმცა ვარწმუნებ, რომ აქაც ცდებიან, იმიტომ, რომ მსგავსი მოქმედებებით კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ პრობლემაზე და ეს კიდევ უფრო დასტურია იმისა, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვქონდა საქმე. პრობლემასთან გვქონდა საქმე იმ მხრივ, რომ ივანიშვილის ოჯახი არამხოლოდ ახლა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი, პრაქტიკულად, ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემებში“, - აცხადებს ბობოხიძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს