საია-ს თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებზე - 2013 წლიდან ვაკვირდები არჩევნებს და ამდენი მეტობა შემაჯამებელ ოქმებში არ გვინახავს, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ

იქ, სადაც ბიულეტენების მეტობასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, გადათვლა უნდა მომხდარიყო. 2013 წლიდან ვაკვირდები არჩევნებს და ამდენი მეტობა შემაჯამებელ ოქმებში არ გვინახავს, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საია-მ არჩევნების პირველი ტურის მონაცემები 109 უბანთან გაასაჩივრა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 უბანი გადაითვალა და 78 უბანი, სადაც ბიულეტენების მეტობის პრობლემა იყო არ გადაუთვლიათ, „რაც მიგვანიშნებს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაციას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა“.

„როდესაც პრობლემის ოდენობა იზრდება უნდა გაიზარდოს მისი მოგვარებაც, მე თვითონ თვალებს ძლივს ვუჯერებდი იმდენ ოქმში იყო მეტობები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კითხვები დაბადა. როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი წესრიგში ვერ იყო, შემაჯამებელ ოქმებში დავინახეთ ამდენი დისბალანსი, კითხვების გაჩენა ნორმალურია. წინა არჩევნებზე ასეთი დისბალანსი არ გვახსოვს. ეს გადათვლები მოიტანდა შედეგს და მეტობის შემთხვევაში ვნახავდით - პრობლემა იყო იმაში, რომ ვიღაცამ ძალით მოინდომა რაღაცის გაკეთება თუ რაღაც შეეშალათ. დათვლის პერიოდში ბევრი უბნის კომისიას უჭირს ხოლმე დათვლა და კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს. ჩვენი კითხვა, რატომ არ გადაითვალეს დანარჩენი უბნები, არის სამართლიანი.

მთლიანობაში 109 უბანთან დაკავშირებით გავასაჩივრეთ მონაცემები, როდესაც ამ უბნების გადათვლა მოხდა მათი ნაწილი საოლქო კომისიამ გადაათვლევინა, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაითვალა. ჩვენი საჩივრების საფუძველზე 109 უბნიდან 31 უბანი გადაითვალა და 5 უბანთან მიმართებით შეიცვალა მონაცემები, ერთი უბნის მონაცემები საერთოდ გაუქმდა. 78 უბანი არ გადაგვითვალეს, იქ სადაც მეტობების პრობლემაც იყო, აქ ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხებთან მიმართებაში. ამ 78 უბანზე ჩვენი კოლეგები მონაწილეობდნენ განხილვებში და ხშირ შემთხვევაში გვქონდა შემთხვევები, რომ საოლქო კომისიის წევრები წინასწარ მინიშნებებს აკეთებდნენ დაკმაყოფილებულიყო თუ არა საჩივრები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა