ნათია თურნავა მსოფლიო   ბანკის   ვიცე პრეზიდენტს   ევროპის   და   ცენტრალური   აზიის   რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, დავით თვალაბეიშვილი, გურამ გურამიშვილი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში, მათი სარგებლიანობა და შესაძლებლობები. აღინიშნა ის დიდი როლი, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

„განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროექტზე (GENIE), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. პროექტის ბიუჯეტია 23,5 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიმართულია ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისკენ, მათთვის განვითარების სხვადასხვა პროგრამების ინიცირების და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ კოვიდ-19 - ის პანდემიამ გაზარდა საზოგადოების მოთხოვნა ციფრულ სერვისებზე, ამდენად, პროექტმა GENIE განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, შეხვედრაზე დაისვა აღნიშნული პროექტის გაგრძელების საკითხი.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებს და მიმართულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ, Log-in Georgia - ია. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება 2020 – 2025 წლებისთვის. აღინიშნა, რომ პროექტი Log-in Georgia - ს მიზანია, სტრატეგიით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ციფრული სერვისების გამოყენებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელთაც მსოფლიო ბანკი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აგრეთვე ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიზნით ახორციელებს. აგრეთვე აქცენტი გაკეთდა სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ანა ბიერდე ეწვია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!