გიგი უგულავა - სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია

სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე წარმოება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ“,- წერს უგულავა.

ამასთან, აღნიშნულ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო სამართლის იურისტი, სანდრო ბარამიძე და წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია გიგი უგულავას შარშანდელი მსჯავრდების საქმეზე.

„სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს“,- წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა