სასტუმრო ბიზნესი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებას აფასებს და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უცხო ქვეყნის 10 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის „პისიარ“ ტესტის მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ სასტუმროების მენეჯერები დადებითად აფასებენ.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებით უცხოეთიდან საქართველოში განსაკუთრებით საოჯახო ტურები გაიზრდება.

„გუშინდელი დაანონსებული გადაწყვეტილება დადებით სურათს ორ კვირაში შექმნის. ეს სიახლე და ცვლილება ჩვენ ივლისის დასაწყისში დაგვეწევა, რაც ნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სტაბილურობას. რაც შეეხება ბავშვებისთვის ტესტირებისს მოთხოვნის მოხსნას, ეს საშუალებას მოგვცემს ვიზიტორებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ საოჯახო მოგზაურობაზე, რაც მინიმუმ 2, 3 ადამიანით ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ქვეყანაში და პროპორციულად ზრდის შემოსავლებს, რომელსაც ისინი შემოიტანენ როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და ა.შ. ამიტომ შეზღუდვის მოხსნის შედეგად წარმოქმნილი მოლოდინი რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ტურიზმის ბაზარზე", - აცხადებს სასტუმრო „ადამოს" მმართველი მაია მახათაძე.

მახათაძის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქების, მათ შორის, სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ იზრდება ჯავშნების რაოდენობა.

„სასტუმროს ნომრები დაჯავშნილია, ჯავშნები გრძელ ვადაზე არ კეთდება, რადგან მოგზაურობა ჯერჯერობით დამოკიდებულია ავიარეისის სიმყარეზე, გამომგზავრებამდე „პისიარ“ ტესტის პასუხზე. ამიტომ გრძელი ვადით გარანტირებულად არ იჯავშნება, ჯავშნების რაოდენობა უფრო მატულობს გამომგზავრებამდე თარიღთან ახლოს.

რა თქმა უნდა, ეს კარგი სიურპრიზიც არის, რადგან სასტუმროში ვიცით, რომ გარდა გრძელვადიანი ჯავშნებისა საკმაოდ აქტიურია ბოლო წუთის ჯავშნები, რომელიც 10, 15%-ს შეადგენს. ეს მუდმივად ცოცხალი პროცესია, რაც სტუმარმასპინძლობის ბიზნესს განვითარებაში გვეხმარება", - აცხადებს მაია მახათაძე.

რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე საუბრობს სასტუმრო Best Western-ის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძე.

„რაც უფრო მსუბუქდება რეგულაციები მით უფრო ვხედავთ ტურიზმის ზრდის ტენდენციას. შესაბამისად ყოველი შემდეგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია იმ მიზნით, რომ ტურისტს გავუადვილოთ ქვეყანაში შემოსვლა, რა თქმა უნდა, ავტომატურად იწვევს ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოთხოვნა იზრდება სასტუმროებზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში. შიდა ტურიზმიც ამოძრავდა, ასევე ყოველკვირეულად იზრდება უცხოელ ტურისტთა ჯავშნები. განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ყაზახეთიდან და ამას ხელი შეუწყო ახალმა ავიარეისებმა. დიდი მოთხოვნაა ჩვენს სასტუმროებზე იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს", - განაცხადა ქეთი მიქაშავიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა