სხვადასხვა სამუშაოს გამო 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, კალისტრატე ცინცაძის, ლეონიძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, დიუმას, ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ჩიკვაიძის, შავთელის, ნაკაშიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ხიდისთავის, თაბუკაშვილის და ჯორჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური „ლილოს“, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთის დასახლების, ლოჭინის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მახათის მთის, ხუდადოვის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბაშვილის, მარუხის გმირების და ტიციან ტაბიძის ქუჩებს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის V კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. „თელასის“ ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს