დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება.

როგორც დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს, ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ.

„პატივია ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ", - წერს ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და კონფერენცია გახსნა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაზე "სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის".

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს