რუსეთი ცხრა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს

რუსეთის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, 9 ქვეყენასთან საჰაერო მიმოსვლა განახლდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიცე - პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ 22 ივნისიდან ფრენები განახლდება თურქეთთან.

მისივე თქმით, ოპერატიულმა შტაბმა გადაწყვიტა, რომ საჰაერო მიმოსვლა განახლდება აშშ-სთან, იტალიასთან, კვიპროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან, იორდანიასთან, ირლანდიასთან.

გოლიკოვას განცხადებით, ყველა ამ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ფრენის განახლების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 28 ივნისიდან შევა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა