დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული პირების საკითხი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო, ასევე გაეროს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის თემას და აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაერო-ს მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლაპარაკებათა პროცესში მთავარ საკითებზე, რაც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს.

„რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის ფასილიტაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგის მიღწევა მოხერხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა