სალომე სამადაშვილი - როცა წაიკითხავ სახალხო დამცველის ანგარიშს და ხედავ ქვეყანას, რომელსაც აქვს ის გამოწვევები, რაც შიდა პოლიტიკურ ვითარებაში გვაქვს, წარმოუდგენელია რაიმე წარმატება ჰქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

როდესაც წაიკითხავ სახალხო დამცველის ანგარიშს და ხედავ, რომ ქვეყანას, რომელსაც აქვს ის გამოწვევები, რაც ჩვენ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში გვაქვს, წარმოუდგენელია რაიმე წარმატება ჰქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაიმე პროგრესს მივაღწიოთ, საჭიროა ხელისუფლება შეიცვალოს.

„როდესაც წაიკითხავ სახალხო დამცველის ანგარიშს და ხედავ ამ ქვეყანაში რა ხდება, ქვეყანას, რომელსაც აქვს ის გამოწვევები, რაც ჩვენ გვაქვს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, წარმოუდგენელია რაიმე წარმატება ჰქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ს კომუნიკეში მხარდაჭერას გვიცხადებენ და ასევე აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაყრდნობილი ორგანიზაცია და მთავარი ღირებულებაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ. ჩვენ ხელისუფლების შეცვლა გვჭირდება, რომ რაიმე პროგრესს მივაღწიოთ, თუმცა, ამ ხელისუფლების შეცვლამდე უნდა მივიდეთ, მათ შორის, არჩევნების გზით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე შარლ მიშელის დოკუმენტში რაზეც შევთანხმდით ამ ყველაფრის განხორციელება. ეს არის გზა, რომ ჩვენ საბოლოოდ ხელისუფლება შევცვალოთ“,-აღნიშნავს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადება შეფასა, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ “ამნისტიის შესახებ“ კანონს მიიღებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს. სალომე სამადაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მისთვის გაუგებარია, აღნიშნული თემა კი მისთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი არ არის.

„დოკუმენტი არის ის, რაც არის. ჩემი აზრი იცით, რომ შეცდომა იყო ამაზე ხელის არმოწერა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, თუმცა, მე მაინც ვერ გავიგე მათი პოზიცია რა არის. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები იძახდნენ, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ამ ეტპაზე ჩემთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ ამ დოკუმენტში რაზეც შევთანხმდით იმის რეალიზება მოხდეს“, - აღნიშნავს სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა